პირველი ჩანაწერი
8 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ აკადემიური ჟურნალის - „ისტორიის რეკონსტრუქციები“ - მეორე ნომრის პრეზენტაცია გაიმართება. ჟურნალში შესული სტატიების ავტორები თავად წარადგენენ თავიანთ ნაშრომებს; პრეზენტაციაზე განხილული იქნება სარედაქციო ჯგუფის სამომავლო გეგმებიც. ჟურნალში შესულია შემდეგი სტატიები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ავთანდილ ჯოხაძე: „XII-XIII საუკუნეების მიჯნის ქართული სახელმწიფო“; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრები, მარიამ მათიაშვილი და თამარ თოლორდავა: „ბათუმი და ქუთაისი - საქართველოს მოდერნიზაციის აგენტები“; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, მიხეილ ბახტაძე: „საბედისწერო შეცდომები (1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წინ და ომისას დაშვებული შეცდომები)“; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, რეზი ქოიავა: „ორი პრეზიდენტი და სამხე...