პირველი ჩანაწერი
8 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ აკადემიური ჟურნალის - „ისტორიის რეკონსტრუქციები“ - მეორე ნომრის პრეზენტაცია გაიმართება. ჟურნალში შესული სტატიების ავტორები თავად წარადგენენ თავიანთ ნაშრომებს; პრეზენტაციაზე განხილული იქნება სარედაქციო ჯგუფის სამომავლო გეგმებიც.
ჟურნალში შესულია შემდეგი სტატიები:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ავთანდილ ჯოხაძე: „XII-XIII საუკუნეების მიჯნის ქართული სახელმწიფო“;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრები, მარიამ მათიაშვილი და თამარ თოლორდავა: „ბათუმი და ქუთაისი - საქართველოს მოდერნიზაციის აგენტები“;
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, მიხეილ ბახტაძე: „საბედისწერო შეცდომები (1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წინ და ომისას დაშვებული შეცდომები)“;
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, რეზი ქოიავა: „ორი პრეზიდენტი და სამხედრო საბჭო – ნაბიჯით წინ და უკან დემოკრატიისკენ“;
- დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორიის დოქტორი, პოლკოვნიკი არჩილ ჩაჩხიანი: „თურქიზმის, ,,დიდი თურანისა” და ჯადიდიზმის ისტორიულ-პოლიტიკური ასპექტები“.

Comments
Post a Comment